შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში იყო დაბარებული.
აღნიშნულ ინფორმაციას Imedinews-ი ავრცელებს.
მანამდე კი, „რუსთავი 2" ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ფარცხალაძე სამართალდამცავ უწყებაში გამოკითხვაზე მივიდა, შენობა კი, კომენტარის გარეშე დატოვა.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.