მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის გაერთიანებული ოლქის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თანიაშვილმა, მერის მოადგილემ თამაზ უნდილაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად საზეიმოდ გახსნეს დუშეთის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ოძისში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება. საბავშვო ბაღი გათვლილია ერთ ჯგუფზე.
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო. პროექტი დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
ახალი საბავშვო ბაღში დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. ამ ეტაპზე დაწესებულებას 17 აღსაზრდელი ჰყავს.
ახალი სკოლამდელი დაწესებულება ძალიან ბევრ ოჯახს და ბევრ პატარას გაახარებს.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.