მარიამ ჯაში: UNICEF განსაკუთრებით დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის ინიციატივას სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის დახმარების გაზრდის თაობაზე
05-11-2018, 20:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში, დოქტორ ღასან ხალილს შეხვდა.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ბავშვთა კეთილდღეობის და განათლების მიმართულებით არსებულ პრიორიტეტებზე, მათ შორის ადრეული განვითარების, სკოლამდელი განათლების მიმდინარე რეფორმაზე, განათლების სექტორში შეფასების სისტემის გადახედვის აუცილებლობასა და ასევე, ახალგაზრდობის მიმართულებით განსახორციელებელ პრიორიტეტულ ღონისძიებებზე.

 


დოქტორი ხალილი სულ რამდენიმე კვირაა რაც საქართველოში ჩამოვიდა და სათავეში ჩაუდგა UNICEF-ის ოფისს. როგორც თავად აღნიშნა, ის მზადაა საქართველოს ხელისუფლებასთან მჭიდროდ ითანამშრომლოს ბავშვთა უფლებების დაცვისა და განვითარების მიმართულებებით.

 


„გაეროს ბავშვთა ფონდისთვის ახალგაზრდობის საკითხები ხდება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება გლობალური პოლიტიკის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ ეს ხედვა ემთხვევა საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის ინიციატივას განათლების და ზოგადად, ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით. ვფიქრობ, ამ მიმართულებით მუშაობა UNICEF-თან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ერთობლივი თანამშრომლობის სფერო გახდება“, განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 


როგორც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, UNICEF-ის წარმომადგენლობამ საქართველოში განსაკუთრებით დადებითად შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული ინიციატივა, რომელიც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდას ეხება.

 

 

ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი