ჯონ მაკკეინი: ქართველები ავღანეთში კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან
08-07-2015, 03:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის სენატორმა ჯონ მაკკეინმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. სენატორი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩავიდა.


დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს სენატორი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურ გენერალ ჯონ კემბელთან ერთად დაესწრო. აშშ-ს სენატორის უსაფრთხოებას საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფდნენ.


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ჯონ მაკკეინმა ავღანეთის მისიაში საქართველოს წვლილზე და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება: „საქართველოს უდიდესი წვლილი შეაქვს ავღანეთის მისიაში. ქართველი სამხედროები პერიმეტრის გარეთ ძალიან სახიფათო და რთულ მისიას ასრულებენ. ისინი უზრუნველყოფენ ჩვენი მოკავშირეების, სამხედროების და საზღვაო ქვეითების უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც საქართველოს ავღანეთის მისიაში შეაქვს. მისიის მეთაურმა გენერალმა კემპბელმა მითხრა, რომ ქართველები კოალიციის საუკეთესო სამხედროებს შორის არიან. ისინი ძალიან რთულ საქმეს აკეთებენ, რაც პროფესიონალიზმის ძალიან მაღალ ხარისხს მოითხოვს - სწორედ ასეთები არიან ქართველი სამხედროები“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი