საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პროკურატურამ და მართლმსაჯულებამ პასუხები გასცეს ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით არსებულ კითხვებს.
მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან მიმართებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის ოთარ ფარცხალაძესა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმჟამინდელ ხელმძღვანელ ლაშა თორდიას შორის კაფე „ელ-ცენტროში“ მომხდარ ინციდენტზე.
„ჩემთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში იყო ძალიან ბევრი კითხვა ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მათ შორის ამ ფაქტთან დაკავშირებითაც. რა თქმა უნდა, მე, როგორც საზოგადოების წევრს მაინტერესებს, რომ პროკურატურამ და მართლმსაჯულებამ პასუხები გასცეს ყველა ამ კითხვას და თუ ეს პროცესი დაიწყო, მხოლოდ მივესალმები“, განაცხადა ანა დოლიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.