დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების წინა დღეს საბოლოოდ მოუწოდა ამერიკელებს მხარი დაუჭირონ „რესპუბლიკურ პარტიას“
06-11-2018, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შუალედური არჩევნების გამართვის წინა დღეს საბოლოოდ მოუწოდა ამომრჩევლებს, მხარი დაუჭირონ „რესპუბლიკურ პარტიას“.

 


„ყველაფერი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, ხვალ რისკის წინაშე იქნება დამდგარი“, განაცხადა ტრამპმა წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე.

 


სამშაბათს გასამართ კონგრესის არჩევნებზე წარმომადგენლობით პალატაში 435 კონგრესმენი უნდა აირჩიონ, ხოლო სენატში, 100 სენატორიდან 35 სენატორი და აღნიშნულ არჩევნებს ტრამპის პრეზიდენტობის რეფერენდუმად მიიჩნევენ.

 


ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ, რომელიც „დემოკრატიული პარტიის“ საარჩევნო კამპანიას უმაგრებს ზურგს, ორშაბათს განაცხადა, რომ „ჩვენი ქვეყნის ხასიათი არჩევნებშია“.

 


„თვითერზე“ კი მან დაწერა, რომ ეს არჩევნები „ჩვენი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს“.

 


აღნიშნული შუალედური არჩევნები გადაწყვეტს, რომელი პარტია გააკონტოლებს კონგრესის ორივე პალატას.

 


თუკი კონგრესის ორივე პალატაზე „დემოკრატებმა“ აიღეს კონტროლი, მოსალოდნელია, რომ მათ ტრამპი და მისი ადმინისტრაცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენონ და ტრამპის გეგმები და დღის წესრიგი კარდინალურად შეცვალონ.

 


სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, „დემოკრატებმა“ შესაძლოა წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო დამატებითი 23 ადგილი მოიპოვონ, თუმცა წინასწარი გამოკითხვებით, სენატში მათ შესაძლოა 2 ხმა დააკლდეთ კონტროლის მოსაპოვებლად.

 


სენატორების და კონგრესმენების გარდა, ამერიკელები 50 შტატიდან 36-ში გუბერნატორებსაც ირჩევენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი