საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებლი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ ყოფილ პრემიერ მინისტრსა და პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეს თანაგუნდელები და უახლოესი გარემოცვის წევრები ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებსა და აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, სიმართლეს, შესაძლოა, არ ეუბნებიან.
როგორც შარაშენიძე ამბობს, იმ ადამიანებს კი, ვისაც შეეძლო მისთვის სიმართლე პირში ეთქვა, ახლა ამის საშუალება აღარ აქვთ.
„ქართულ ოცნებაში" არავინ არ არის ბიძინა ივანიშვილის გარდა, ვინც წვლილი შეიტანა 2012 წელს გამარჯვებაში და ვისაც შეუძლია ივანიშვილს სიმართლე უთხრას. რამდენად ეუბნებიან სიმართლეს ივანიშვლს, ამაში ეჭვი მეპარება. მე პატივს ვცემ იმ ადამიანებს, ვისაც ახლა საშუალება აღარ აქვს, მაგრამ ახერხებდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სიმართლე პირში ეთქვათ. თუ მმართველს სიმართლეს არ ეტყვი, ნებისმიერი მმართველი შტერდება", განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ ტელეკომპანია „კავკასიის" პირდაპირ ეთერში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.