რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ყოფილი პროკურორისთვის, ოთარ ფარხალაძისთვის ბრალის წაყენებას გამოეხმაურა.
ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ უკავშირდებოდა ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა წინასაარჩევნო პერიოდს, ცქიტიშვილმა ასე უპასუხა:
„არ გამოვრიცხავ არც დაპატიმრებას, არც სასჯელის სხვა ქმედებების შეფარდებას, მაგრამ ამ ნაწილში ისევ და ისევ სასამართლომ უნდა იმსჯელოს".
ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის მაისში, კლუბ ელ ცენტროში მასსა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წარედგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.