ე.წ. ელ ცენტროს ინიციდენტთან დაკავშირებით, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას მმართველ პოლიტიკურ გუნდში ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ აღნიშნული „საარჩევნო კალენდარს" არ უკავშირდება.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, საგამოძიებო ორგანოები შესაბამის სამართლებრივ პროცესებს „საარჩევნო კალენდარის" მიუხედავად წარმართავენ.
„მე არ ვიცი დეტალები. ჩვენ ველოდებით, რომ პროკურატურა გაასაჯაროვებს იმ ინფორმაციას, რომელიც იქნება საფუძველი, ვნახოთ კონკრეტულად რა ბრალდებაზეა საუბარი. სხვა დეტალები ჯერჯერობით ჩემთვის ცნობილი არ არის. თავისთავად მნიშვნელოვანი ფაქტია რეაგირების ფაქტი და კიდევ ერთხელ ვამბობ, მუდმივად ხდება ხოლმე საარჩევნო კალენდართან დაკავშირება, თუმცა, საარჩევნო კალენდრის მიუხედავად, გამოძიებას აქვს ვალდებულება, მოახდინოს რეაგირება მაშინ და იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც საფუძველს აძლევს, მიიღოს საპროცესო გადაწყვეტილება", უთხრა ბესელიამ ჟურნალისტებს.
ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის მაისში, კლუბ ელ ცენტროში მასსა და ლაშა თორდიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წარედგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.