„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ე.წ. ელ ცენტროს ინციდენტზე, ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენას წინასაარჩევნოდ დადგმულ სპექტაკლს უწოდებენ.
პარტიის წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ფარცხალაძე, როგორც კორუმპირებული სისტემის ნაწილი, პირიქით, „ჩაიყოლებს ყველას სამარეში", თუკი, „რამეს გაბედავენ".
„ბატონი ფარცხალაძე არის ამ კორუმპირებული სისტემის ორგანული ნაწილი, როგორც იტყვიან, მისი ღვიძლი შვილი. თითსაც ვერავინ დააკარებს, პირიქით, ბევრსაც ჩაიყოლებს სამარეში, თუკი რამეს გაბედავენ. ამიტომ, წინასაარჩევნოდ დადგეს პატარა სპექტაკლი - წაუყენებენ ბრალს, რა თქმა უნდა, ყველაზე მსუბუქი მუხლით, დააჯარიმებენ - რა თქმა უნდა, მას ფული არ აქვს და მერე მას დეპუტატები შეუგროვებენ და გადაუხდიან ამ ჯარიმას და ამით დამთავრდება ეს მასკარადი. ეს არის წინაასარჩევნოდ მორიგი თვალის ახვევა", უთხრა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.