სენატორი მარკო რუბიო: რუსეთის ქმედებები საქართველოს მიმართ ყოვლად აღმაშფოთებელია
08-02-2014, 16:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რესპუბლიკელი სენატორი მარკო რუბიო, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას გმობს.

 


ამის შესახებ მან სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე ისაუბრა. გავლენიანი სენატორის განცხადებით აშკარაა, რომ პუტინის რეჟიმს მსოფლიო დიდების დღეების დაბრუნება სურს და ამ გეგმის ნაწილია ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოსკოვის გავლენის ქვეშ დაბრუნება.

 


"ჩვენ დღეს ვსაუბრობთ შეერთებული შტატების ურთიერთობაზე რუსეთთან, ამ შემთხვევაში, ვგულისხმობ რუსეთის ხელისუფლებას, პრეზიდენტ პუტინს და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და არა რუს ხალხს.

 

 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტ პუტინს, რომელიც ნაციონალური ტენდენციებით გამოირჩევა, სურს რუსეთს, როგორც თავად სჯერა, მსოფლიო დიდების დღეები დაუბრუნოს. მისი წარმოდგენით, ამ სურვილის რეალიზების საუკეთესო გზა ანტაგონიზმია, აშშ-სადმი მტრული დამოკიდებულება.

 


სხვათაშორის, ამ გეგმის ნაწილია თავისი მეზობლების, განსაკუთრებით კი, იმ ქვეყნების, რომლებიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ, რუსეთის ინტერესების სფეროში დაბრუნება. ბოლო წლებში ჩვენ ამის ორი ნათელი მაგალითი გვაქვს: საქართველო და უკრაინა.

 

 

რამდენიმე წლის წინათ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიები დღესაც ოკუპირებული აქვს. ასევე, ზამთრის ოლიმპიადის დაწყების წინ, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის ნაწილი მიიტაცა, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უსაფრთხოების ბუფერული ზონისთვის სჭირდება. ეს ქმედებები ყოვლად აღმაშფოთებელია და ეს ხდება საერთაშორისო არენაზე არსებულ არცთუ ისე დაძაბულ ფონზე" - აღნიშნა სენატორმა რუბიომ გამოსვლისას.

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/politika/36756-senatori-marko-rubio-yofili-sabtcotha-qveynebis-rusethis-interesebis-sferoshi-dabruneba-putinis-gegmis-natsilia.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი