ყოფილი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„შევცდი, ციხეში ჩასმაზე გადავაჭარბე მოლოდინს. მინიმუმ ორი მილიონი მხოლოდ ამ გარიგებიდან გამოღლიტა მერიას, ნუ ჩემზე თავდასხმა გასაგებია და ბევრს არ ვისაუბრებ.
ერთ დღეში ბრალის წაყენება, ჩუმად სასამართლოს გამართვა და 5000 ლარის შეფარდება რაღაა თქვე კაი ხალხო?!", წერს თორდია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ყოფილ მთავარ პროკურორს ბრალი 2017 წლის მაისში, კლუბ ელ ცენტროში ფარცხალაძე-თორდიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წარედგინა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ რამდენიმე პირთან ერთად დაესხა.
გენერალური აუდიტორი მომხდარს მის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს - კერძოდ კი, თორდიას მტკიცებით, ფარცხალაძის ქმედება, აუდიტის სამსახურის საქმიანობამ გამოიწვია - აუდიტის სამსახური იმ პერიოდში ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთის გადაცემას სწავლობდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.