საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით გამოიკითხება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განუცხადა.
„მინდა განვაცხადო დეტალურად, რომ „ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით ჩატარდება ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს.
როგორც უკვე აღვნიშნე, ოთარ ფარცხალაძეს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, რაზეც ახლა აქ ვიმყოფებით და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს კითხვის ნიშანი, რომ ოთარ ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება", განაცხადა გაგნიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.