პროკურატურა ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
როგორც ჟურნალისტებს პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ განუცხადა, საქმე ეხება 2017 წლის მაისში, თბილისში, ღამის კლუბ ელ ცენტროში მომხდარ დაპირისპირებას, რომლის საფუძველზეც ოთარ ფარცხალაძეს და მიხეილ ჩოხელს წარედგინათ ბრალდებები სსსკ ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.
პროკურორის განცხადებით, ყოფილ სახელმწიფო აუდიტორზე ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, ყოფით ნიადაგზე იქნა ჩადენილი.
„ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული ცემის შედეგად ლაშა თორდიამ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, პროკურატურის მიერ თორდია ცნობილი იქნა დაზარალებულად. არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, იქიდან გამომდინარე, რომ ხსენებული ქმედება განეკუთვნება დანაშაულის ნაკლებად მძიმე კატეგორიას, ოთარ ფარცხალაძესა და მიხეილ ჩოხელს აღკვეთის ღონისძიების სახით განესაზღვრათ 5000-5000 ლარის გირაო, ხსენებულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა ჩანიშნულია 2018 წლის 20 დეკემბერს”, განაცხადა პროკურორმა და დასძინა, რომ პროკურატურა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისგან არის დეპოლიტიზირებული.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.