საქართველოს მესამე პრეზიდენტი ე.წ. ელ ცენტროს ინციდენტზე ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის გირაოს შეფარდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ფარცხალაძე, რომელსაც ბრალი გენერალური აუდიტორის ცემის ფაქტზე წარუდგინეს და არ წარუდგინეს „ივანიშვილის კორუფციის საქმეზე" „კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი".
მიხეილ სააკაშვილი „მსგავს ხუმრობებს" დიმიტრი ქუმსიშვილსა და „ერთ-ორ წვრილფეხასთან მიმართებაშიც" ელოდება - „აბა, თავად ბიძინას ვინ გაუბედავს".
„ივანიშვილმა, რომელმაც გუშინ 800 ათასი ამომრჩეველი რევანშისტად გამოაცხადა, დაიწყო ახალი იაფასიანი ტრიუკების გამოგდება...
ფარცხალაძე ერთი კონიაკის ფასად გაუშვეს გირაოთი. არა ივანიშვილის კორუფციის, არამედ აუდიტის ხელმძღვანელის ბარში ცემის საქმეზე. პარალელურად, ახალქალაქის მოძალადეები 3 000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. ასეთია მთავარი „პახანის" ივანიშვილის დადგენილი ტარიფი ცემაზე. სწორედ, ივანიშვილის ჯიბეში წავიდა 3 მილიარდი ლარი საქართველოს მოქალაქეების ჯიბეებიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში და ამ საქმეში, რა თქმა უნდა, იყენებდა ფარცხალაძეს, მაგრამ ეს ფული მაინც მთლიანობაში მასთან მიდიოდა და არა ფარცხალაძესთან...
ველოდებით ახალ მსგავს ხუმრობებს ქუმსიშვილთან და 1-2 წვრილფეხასთან მიმართებაში. აბა,უჩას და თავად ბიძინას ვინ გაუბედავს...
ივანიშვილს აქვს პრინციპი თავისთვის - „მე მინუს ყველა".. ხოლო, ჩემი პრინციპია - ყველა მინუს ივანიშვილი", წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.