ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის აღდგენითი სამუშაოები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას ხონის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამუშაოებზე ელექტრონული ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 8 ოქტომბერს გამოაცხადა.
2 ნოემბერს გამოვლინდა პრეტენდენტი კომპანია და დოკუმენტაციის შერჩევა- შეფასებისა და სათანადო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
პროექტი გულისხმობს საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარის დაგებას და მდინარე ცხენისწყალზე და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელების მოწყობას. პროექტის ბიუჯეტი 16 000 000 ლარია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.