გიორგი ქობულია: ქართულმა კომპანიებმა შანხაის იმპორტის გამოფენის მიმართ უპრეცედენტო ინტერესი გამოხატეს
06-11-2018, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება და მონაწილეობდა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის ფორუმსა და გამოფენაში, ვიზიტის შედეგები შეაფასა. მისი განცხადებით, ჩინეთმა მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - გაეხსნა საკუთარი ბაზარი და ეკონომიკა იმპორტიორებისთვის, რაც საქართველოს კომპანიებისთვის უდიდეს შესაძლებლობებს შექმნის.

 

 

გიორგი ქობულიას შეფასებით, მათ ამ შესაძლებლობის მცირე ნაწილიც რომ გამოიყენონ, საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი გარღვევა იქნება. „ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო ინტერესს ქართული კომპანიების მხრიდან ჩინეთის იმპორტის ფორუმისა და გამოფენის მიმართ. ჩინეთში ჩამოსულია 50-ზე მეტი კომპანია", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

გიორგი ქობულია გამოეხმაურა ჩინეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებას, რომელიც საქართველოში ქურთუკების მწარმოებელი საწარმოს შექმნას ითვალისწინებს. მისი თქმით, ასევე დიდია დაინტერესება ჩინეთში საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის, ღვინის, თხილისა და ხილის წვენების მიმართ. გარდა ამისა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობის დაწყების სურვილი ასევე გამოთქვა მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა საბანკო ჯგუფმა „Bank of China Group“, რომლის თავმჯდომარეც საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სამთავრობო დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

 

 

ჩინეთში, შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ასევე დაათვალიერა ქართული პავილიონი და ქართული კომპანიების საგამოფენო სივრცე, სადაც ქართულ კომპანიებთან ერთად წარმოდგენილია სააგენტოს "აწარმოე საქართველოში", ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს რკინიგზის სტენდები, რომლებიც დამთვალიერებელს საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ბიზნესის ხელშემწყობ პროგრამებთან ერთად, ქვეყანაში განხორციელებულ და დაგეგმილ ინოვაციურ რეფორმებს აცნობს. ქართულ პავილიონში თავიანთი პროდუქცია ასევე წარმოდგენილი აქვთ დამწყები ბიზნესის წარმომადგენლებს, ე.წ სტარტაპერებს.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი