ნინო გოგუაძე: მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის
06-11-2018, 16:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო გოგუაძე.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, განსაკუთრებით მეორე ტური, როდესაც პირველი ტურის შედეგებმა მმართველ ძალასაც და მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს მისცა გარკვეული დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთელი გუნდი მობილიზებულია იმისთვის, რომ ახლა სწორი კომუნიკაცია იყოს ამომრჩეველთან. უფრო აქტიური იყოს თითოეული მაჟორიტარი, პარლამენტარი იმისთვის, რომ საზოგადოებას სწორედ იმ საჭიროებებზე ვესაუბროთ, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მივიღეთ მათი გზავნილი. მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსით თუნდაც იმისთვის, რომ ბიძგი მიეცა მმართველი გუნდისთვის, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისთვის იმისთვის, რომ უფრო მეტად მიექციათ ყურადღება იმ საჭიროებებზე, რაც თითქოს გამოგვრჩა მხედველობიდან.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ მაჟორიტარი ვარ, მე თვითონ მქონდა ინტენსიური შეხვედრები არასაარჩევნო პერიოდში და მქონდა წარმოდგენა, რა თქმა უნდა, დღის წესრიგი რა არის ჩვენი მოსახლეობის. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მეტი არის საჭირო ამ მხრივ ამომრჩეველთან, ჩვენს მოქალაქეებთან კომუნიკაცია და მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეალურად სწორად დავინახოთ ის, რა პოლიტიკური პროცესების წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ საარჩევნო პროცესმა", განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი