საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ თუ ყოფილი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ პოლიტიკურ გუნდს შეუერთდება, კარგი იქნება.
პარტიაში ძველი სახეების დაბრუნების საკითხის განხილვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამის შესახებ თავად პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
ძიძიგურისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ღარიბაშვილი, რომლის „გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება" და ასევე ყოფილი პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომლის „პოლიტიკური აქტიურობის შესახებ" ძიძიგურმა არაფერი იცის.
„ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და კარგი პრემიერ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის გამოჩენას ყველა სიამოვნებით შეხვდება, ეს არის ცალსახად.... ღარიბაშვილი თუ შეუერთდება, ძალიან კარგი იქნება. კვირიკაშვილი უცხოეთში მუშაობს და არ ვიცი, რა ვითარებაშია მისი პოლიტიკური აქტიურობა. ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით", უთხრა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" ოფისთან, სადაც დღეს შეხვედრა რეგიონების წარმომადგენლებთან და ქალაქების მერებთან იმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.