ქალაქ დუშეთის ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა
06-11-2018, 17:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ დუშეთში ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. პროექტის ფარგლებში სკვერი სრულად განახლდა. ასევე, მოპირკეთდა პარკში მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია.

 


უახლოეს პერიოდში ისტორიული ქუჩების ურბანული განახლების სამუშაოები დაიწყება. საერთო ჯამში განხორციელდება 40 სახლის რესტავრაცია, რომელთაგან 24-ს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული.

 


მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და პროექტის მენეჯერთან ერთად, რეაბილიტირებული პარკი დაათვალიერა და ის ქუჩები მოინახულა, რომლის განახლებაც ახლო მომავალში იგეგმება.

 


შალვა კერესელიძის განცხადებით, რეაბილიტირებული სკვერი, განახლებულ ისტორიულ უბნებთან ერთად, ქალაქ დუშეთს მნიშვნელოვან ტურისტულ ფუნქციას შესძენს. პროექტები დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

 


ცენტრალური პარკისა და ისტორიული ქუჩების განახლებას მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. ჯამში მათი ღირებულება 7.4 მილიონ ლარს შეადგენს.

 


ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი