ირაკლი ღარიბაშვილმა, როდესაც პრემიერ მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ჯარისკაცად რჩება, ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტების შეკითხვას, ბიძინა ივანიშვილის მიერ ნახსენებ „ძველ გვარდიაში" იგულისხმება თუ არა ყოფილი პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დაბრუნება.
„თუ საჭიროდ ჩათვლის, არაფერი იქნება გასაკვირი, თუ ღარიბაშვილი თავისი პირადი ინიციატივით იმოქმედებს და ალბათ, ასეც იქნება. ხდება მაქსიმალური კონსოლიდაცია. საკადრო ცვლილებები შესაძლოა, იყოს", განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
პარტია „ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ, 5 ნოემბერს გავრცელებულ ვიდეოში პარტიის „ძველ გვარდიას" საგანგებოდ მიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.