საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ტურისტების შესახებ, ქვეყნისთვის დამაზიანებელია.
„სააკაშვილის განცხადება ტურისტების შესახებ მოვისმინე, ეს არის აბსოლუტურად შეუფერებელი, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე ზოგადად საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადება. თუმცა არ გაკვირვებია არავის და პირველად არ ხდება, როცა მიხეილ სააკაშვილი ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. სამწუხაროა, რომ ის საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესის გამო აზიანებს იმ საერთო სიკეთეს, რაც არის საქართველოში - ტურიზმი, სტუმარ-მასპინძლობის იდეა და რაც არის ჩვენი ქვეყნის კულტურის გამორჩეული ნაწილი. მე მინდა თქვენ მოგცეთ ერთი პირობა, ამ ქვეყანას ჰყავს და მომავალშიც ეყოლება ღირსეული მასპინძლები და ვერც მიხეილ სააკაშვილი და ვერც ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერი საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის იდეას ვერ დააზიანებს, რაც არ უნდა ასეთი შეურაცხმყოფელი და უადგილო განცხადებები გააკეთოს“, აცხადებს თალაკვაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.