გუბაზ სანიკიძე: „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები ძალიან დაგვიანებულია და არ ვიცი რა შედეგს გამოიღებს ეს ნაბიჯები
06-11-2018, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე საუბრისას განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ინიციატივა აქვს ხელში აღებული, ისინი ზარბაზნებს ესვრიან, „ქართული ოცნება“ კი ქვებს ესვრის.

 

 

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯები ძალიან დაგვიანებულია და არ იცის რა შედეგს გამოიღებს ეს ნაბიჯები.

 

 

„რას გამოიწვევს არ ვიცი, რადგან ქართველი ამომრჩეველი ძალიან საინტერესოდ იქცევა, ისე, როგორც არასდროს. ვგულისხმობ იმას, რომ ერის სხეული მაინც ჯანმრთელია. მეორე ტური რომ გამოცხადდა, ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მე, ისევე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეების მნიშვნელოვან ნაწილს, სერიოზული საფიქრალი მაქვს. რადგან „ქართულ ოცნებასაც“ ბევრი აქვს დაშავებული და „ნაციონალურ მოძრაობასაც“. ამიტომ არჩევანი უნდა გაკეთდეს იმაზე, თუ ქვეყნის წინსვლისთვის, რომელი ჯობია. ძალიან სერიოზული შეკითხვაა. სხვათა შორის მე არ მაქვს პასუხი ჯერ. ვაკვირდები არჩევნებამდე, რა მოხდება. არჩევანს ალბათ წინა დღეს გავაკეთებ“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი