ქეთევან ციხელაშვილი: მახინჯი ბარიკადი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის შუაგულშია აღმართული, ბოლო სანტიმეტრამდე უნდა დაიშალოს
06-11-2018, 22:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ მახინჯი ბარიკადი, რომელიც დღეს ჰყოფს ხალხს და აღმართულია საქართველოს ტერიტორიის შუაგულში, ბოლო სანტიმეტრამდე უნდა დაიშალოს.

 


მინისტრი გამოეხმაურა რუსი სამხედროების მიერ სოფელ ატოცთან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის პროცესს.

 


როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, ეს არის 2008 წელს დაწყებული სავალალო პროცესის მახინჯი ფორმით გაგრძელება – საოკუპაციო ხაზის შემოღობვა სხვადასხვა ბარიკადებით, რაც პირდაპირ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული.

 


„ბოლო პერიოდში, უკვე ძალიან თამამად, ყოველგვარი მორიდების გარეშე, ღიად აცხადებენ, რომ ფაქტობრივად იმ ადამიანების 80-90%, რომლებსაც ეს მავთულხლართები და საოკუპაციო რეჟიმი აკავებს დღეს ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ძირითადად ისინი არიან ეთნიკური ოსები, რომლებსაც სჭირდებათ გადაადგილება და ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. ეს არის კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რამდენად უმნიშვნელოა საოკუპაციო რეჟიმისთვის ადამიანი, ადამიანის ინტერესები, მათი უფლებები, რამდენად არ აქვს მნიშვნელობა მათთვის, ვინ იქნება ქართველი, აფხაზი თუ ოსი. მას აქვს ერთი სამხედრო და როგორც თავად ფიქრობენ, სტრატეგიული და პოლიტიკური ინტერესი.

 


აქვე იკითხება ის კონტექსტიც, რომ დღეს წინასაარჩევნო გარემოში კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა შექმნან და მორიგი პროვოკაცია განახორციელონ, რომ მეტი ზეწოლა მოახდინონ მოსახლეობაზე. რუსეთი ასეთი პროვოკაციებით ვერ მიაღწევს იმ შედეგს, რომელიც სურს.

 


ჩვენი მხრიდან შესაბამისი რეაგირება ამ კონკრეტულ ფაქტზე უკვე მიცემულია და ძალისხმევა მიმართულია, რომ შეჩერდეს მახინჯი მავთულხლართებისა და ბარიკადების მშენებლობა“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი