პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი ივანიშვილის ვიდეომიმართვას „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ეხმაურება და ამბობს, რომ ის ხალხისადმი მიმართვა არ იყო.
მან ასევე ისაუბრა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებელია.
მისი თქმით, ხელისუფლება შეშინებულია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში.
„არ იყო ეს ქართველი ხალხისადმი მიმართვა. ძველი ბრიგადა, უფრო ძველი და უფრო გაწვალებული და უფრო კულტუროლოგიით აღსავსე, ვიდრე ქართველი ხალხია, მე არც კი მინახავს. მაგრამ ეს მიმართვა არ იყო ქართველი ხალხისადმი. ქართველი ხალხი არის მაღაროში 300 ლარად. 300-დან 600 ლარამდე არის ხელფასი, ხალხო! რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, წარმოგიდგენიათ?
მოვიდა ახლა დრო, რომ ერთი ინსტიტუცია, ეს ერთი, ეს ხომ არ არის საპარლამენტო არჩევნები, ეს ერთი საპრეზიდენტო ინსტიტუცია სასწრაფოდ, როგორმე ხელში აიღოს ოპოზიციამ.
ამ 20 დღეში მაღაროში ჩავლენ, იმუშავებენ 300 ლარად, ოღონდ შეინარჩუნონ თავიანთი ადგილი... ეს არჩევნები წაგებულია „ოცნებისთვის“, მოგებულია ხალხისთვის. არავითარი „ნაციონალური მოძრაობის“, ჯერ ერთი, ნუ აყენებენ იმ ადამიანებს შეურაცხყოფას, ვინც გაერთიანდა. იქ არის ვეებერთელა გაერთიანება, თავი მოვიკალით ადამიანებმა, რომ ეს გაერთიანება ყოფილიყო“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.