პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ბიძინა ივანიშვილის ვიდეომიმართვას ეხმაურება. ელისაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობას მისი განცხადების არ სჯერა.
მის თქმით, არავის სჯერა, რომ ოთარ ფარცხალაძეს რეალურად დასჯიან და ყოფილი გენერალური აუდიტორის საქმეზე მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდება მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯია.
„ანეკდოტების ქვეყანაში ვართ, „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“ რომ არის ფილმი და ბოლოში არის უპატარძლო ქორწილიაო, ასე დამალეს პრეზიდენტობის კანდიდატი, გაგიგიათ ასეთი რამ?
ჩვენ გუშინ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველი ხალხის მიერ ძალიან დიდი ალიყურის 5 თითი ეტყობოდა სახეზე. აი, რა სილაც მოხვდა, ის ეტყობოდა სახეზე, თან ისეთი წითელი თვალები ჰქონდა, გეგონება სვარკის აპარატით იყო მთელი ღამე ხელში“, განაცხადა ელისაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.