„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება წინასაარჩევნოდ მოსახლეობის გულის მოგებას უკავშირდება.
მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება რომ მოეპოვებინა, პროკურატურა ოთარ ფარცხალაძეს ბრალს არ წაუყენებდა.
„მე მგონია, არც ერთი ადამიანისათვის, ვინც ელემენტარულად ნორმალურად აზროვნებს, კითხვის ნიშნებიც კი არ ჩნდება, რომ ეს არის მოსახლეობის გულის მოგება და სხვა არაფერი. ეს არის ნამდვილად წინასაარჩევნო პროცესი. დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ პირველ ტურში რომ არ წაეგო, არანაირი დაკითხვა და არანაირი საქმის დაწყება ფარცხალაძის წინააღმდეგ არ მოხდებოდა. უბრალოდ, ახლა ძალიან კარგად დაინახეს, რომ ადამიანები მართლაც უკიდურესაც აღშფოთებულები არიან და გადაწყვიტეს, რომ რაღაცნაირად, მათ მოთხოვნას პასუხი გასცენ, მოიგონ ადამიანების გული, რომ მეორე ტურში როგორმე თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. სხვა არაფერია ეს, თუ არა საარჩევნო „ტრიუკი“, აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის შეფასებით, ყოფილი მთავარი პროკურორის გარშემო მიმდინარე პროცესები ისეთივე ფარსია, როგორიც დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა იყო.
ნინო ბურჯანაძის თქმით, პროკურატურამ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი ხალხის გულის მოსაგებად წაუყენა და არა იმიტომ, რომ მმართველი გუნდი საკუთარ შეცდომებს მიხვდა.
„ეს არის ჩვეულებრივი ფარსი, რასაც მიჩვეულია „ქართული ოცნება“ და ივანიშვილის ხელისუფლება. ეს არის ისეთივე ფარსი, როგორიც მათი მხრიდან ვითომ დამოუკიდებელი კანდიდატის წარდგენა იყო. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო პერიოდში გაგრძელდება და საარჩევნო პერიოდის შემდეგ ფარცხალაძეს მაქსიმუმ ჯარიმა გადაახდევინონ და სხვა არანაკლებ სერიოზული პრეტენზიების შესახებ, რომელიც მის მიმართ იყო, საერთოდ არ თქმულა. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, მეორე ტურში თავიანთი კანდიდატი გაიყვანონ. სხვა ამოცანა მათ არ აქვთ და ამისთვის ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რაც მათი აზრით, შეიძლება, მოსახლეობის გულის მოსაგებად გამოდგეს. ეს ხდება არა იმიტომ, რომ ისინი მიხვდნენ, რომ ცუდად იქცეოდნენ, რომ მათი პოლიტიკა არასწორი იყო, არა სამწუხაროდ,ეს ასე არ არის“, აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ, როგორც ამას პარტიის პრესსამსახური იტყობინება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.