გიორგი ქობულიამ სინგაპურში ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
07-11-2018, 12:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სინგაპურში, ახალი ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიის ფარგლებში, გიორგი ქობულიამ მონაწილეობა მიიღო ოფიციალურ მიღებაში, რომელიც სახელმწიფო დელეგაციების წარმომადგენლებთან მაიკლ ბლუმბერგმა და ფორუმის დამფუძნებელმა პარტნიორებმა გამართეს.

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ახალი ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, სადაც სიტყვით გამოვიდა მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ „სარტყელისა და გზის“ პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე.

 

 

გიორგი ქობულიამ ფორუმის მონაწილეებთან დეტალურად ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლითაც საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ახალი აბრეშუმის გზის პროექტში და იქცეს რეგიონულ ჰაბად ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ დერეფანში. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რომლისთვისაც მომგებიანია სატრანზიტო მარშრუტები საქონლისა და ტვირთებისათვის.

 

 

„ჩვენ, ასევე, ვცდილობთ მაქსიმალურად განვავითაროთ რკინიგზისა და პორტების ინფრასტრუქტურა და ლოგისტიკა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის ფაქტია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს უწყობს ქართულ კომპანიებს გავიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე“, აღნიშნა გიორგი ქობულიამ სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ახალი ეკონომიკური ფორუმი 2018 წელს ამერიკელმა მილიარდელმა მაიკლ ბლუმბერგმა პარტნიორებთან ერთად დაარსა. ფორუმის ინაუგურაცია და პირველი გახსნა მიმდინარე წლის 6 ნოემბერს სინგაპურში შედგა, რომელშიც ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის 400-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობს.

 

 

ორგანიზატორების განცხადებით, ფორუმი მიზნად ისახავს დღეს მსოფლიოში არსებული ეკონომიკური გამოწვევების განხილვას და მნიშვნელოვანი კონსტრუქციული დიალოგის პლატფორმის შექმნას საერთაშორისო ვაჭრობის, გლობალიზაციისა და ინოვაციების საკითხებზე.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი