„ევროპული საქართველო", ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ხელისუფლებას 10-დღიან ვადას აძლევს.
პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნულთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ საგანგებო ბრიფინგი გამაართეს და განაცხადეს, რომ რეკომენდაციების შესრულების მოთხოვნით, პარტია პარლამენტში დღეს რეზოლუციის პროექტს დაარეგისტრირებს.
როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერა „ქართული ოცნებისთვის" ტესტი იქნება.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე ორ თვეზე მეტია, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ მუშაობა დაასრულა, კვალიფიციური დასკვნა მოამზადა, სადაც კარგად ჩანს, ვინ მონაწილეობდა მკვლელობაში, ვინ არ არის დასჯილი, მოქმედი მაღალჩინოსნებიდან ვინ აფარებდა მკვლელებს ხელს და ვის პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი გამოიძიების არასწორად წაყვანისა და მკლელებისთვის ხელის დაფრებაში. განვლილი 2 თვის განმავლობაში, ხელისუფლების მხრიდან არ გადადგმულა არც ერთი ნაბიჯი კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ხელისუფლების მხრიდან არ დასჯილა დამატებით არავინ, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა, არ დასჯილა არავინ, ვინც მკვლელებს ხელს აფარებდა. უფრო მეტიც, ჩვენ ვხედავთ, ბოლო ორი თვის განმავლობაში მუდმივ შეტევეს ზაზა სარალიძის წინააღმდეგ..... მინდა, ვუთხრა ხელისუფლებას, ამ ჭრილობას ასეთი გზით და დროში გაწელვით ვერ მოარჩენენ. ამიტომ, დღეს, როდესაც არჩევნების პირველ ტურში წაგების შემდეგ, მთელი „ქართული ოცნების" რიტორიკაა, რომ მათ მიიღეს გაკვეთილი და სიგნალი, რომელიც უკმაყოფილო ქართველმა ამომრჩეველმა გაუგზავნა, ჩვენ კიდევ ერთი რეზოლუციის პროექტი შეგვაქვს პარლამენტში, რომელშიც კომისიის რეკომენდაციების შესრულება კიდევ ერთხელ არის მოთხოვნილი - მკვლელების და მკვლელების მფარველების დასჯა - ამ რეზოლუციის მხარდაჭერა იქნება ტესტი „ქართული ოცნებისთვის“ - მართლაც მიიღეს მათ საზოგადოების სიგნალი, მიხვდნენ რას ელოდება მათგან ხალხი, მათ შორის, სიმართლის დადგენის სფეროში, თუ ეს ყველაფერი გახლავთ ისეთივე ტყუილი, როგორი ტყუილიც არაერთგზის მოგვისმენია „ქართული ოცნებისგან" წინასაარჩევნო დაპირებებთან ერთად. ამ რეზოლუციის პროექტს ჩვენ დღესვე დავარეგისტრირებთ", განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარტიის კიდევ ერთი წევრი სერგი კაპანაძე, რომელიც აღნიშნული საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე იყო, ამბობს, რომ საპარლამენტო უმცირესობა საკანონომდებლო ორგანოში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორსაც იბარებს.
„ევროპულმა საქართველომ" მოამზადა დადგენილების პროექტი. ამ პროექტის მიხედვით, საქართველოს პარლამენტმა უნდა მოსთხოვოს შსს-ს და მთავარ პროკურატურას, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რომლებიც კომისიამ შეიმუშავა ორი თვის წინ. ეს რეკომენდაციები მრავალი მიმართულებით არის, მაგრამ რამდენიმე რეკომენდაცია, მიგვაჩნია, რომ არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, რომ მალე შესრულდეს - უახლოეს ათ დღეში. ეს არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მ.კ.-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, არის რეკომენდაცია, რომელიც ეხება მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყებას და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის, იმ კონკრეტული ადამიანების დასჯა, პირველ რიგში, მათი თანამდებობიდან გათავისუფლება და მერე უკვე გამოძიების დაწყება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ საქმის მიჩქმალვაში და ჩაფარცხვაში. ამ სამ საკითხზე, ჩვენ ვითხოვთ, რომ შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მოვიდნენ პარლამენტში, მანამდე შეასრულონ რეკომენდაციები და შემდეგ უკვე მოახსენონ პარლამენტს, რას გააკეთებენ", განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.