საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაზა გაბუნიას შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბერი საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დღე იყო.
გაბუნია, 7 ნოემბერთან დაკავშირებით გაერთიანებული ოპოიზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ვაშაძე აღნიშნულ თარიღზე „სამარცხვინო სიყალბით" საუბრობს.
„დღეს 7 ნოემბერია - საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი, მძიმე და ტკივილიანი დღე. ამ დღის გახსენება ისევე მტკივნეულია, როგორც ის წუთები, რომელიც გავატარეთ ჯერ რუსთაველის გამზირზე, შემდეგ რიყეზე და ბოლოს ტელეკომპანია იმედთან. ბუნებრივია, ეს მეხსიერება მნიშვნელოვანია, რათა მომავალში არავის მიეცეს რამე უფლება ან შესაძლებლობა, რომ ასეთი შეცდომა დაუშვას.
სამწუხარია, რომ ამ საპრეზიდენტო მარათონში ქვეყანას კვლავ ჰყავს როგორც სენი, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელიც სამარცხვინო სიყალბით საუბრობს 7 ნოემბერზე. ერთი მხრივ, ნიანგის ცრემლებს ღვრის და მეორე მხრივ, ამბობს, რომ იმ ტერორისტული სახელმწიფოს შემოქმედთ, რომელთაც განაპირობეს 7 ნოემბერი, შეიწყალებს და კვლავ მისცემს საშუალებას პოლიტიკურად აქტიურები იყვნენ. ეს არის სიყალბე და საზოგადოებამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს მეორე ტურის კენჭისყრისას“, ამბობს ზაზა გაბუნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.