საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, „ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის „დოიჩე ველესთან" გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, სამარცხვინო სიყალბეა 7 ნოემბერზე თანაგრძნობით საუბარი, როცა იქვე ამბობ, რომ იმ სისხლიანი დღის შემოქმედთ შეიწყალებ.
„ამით გრიგოლ ვაშაძემ ქართული მედიის შემდეგ უცხოური მედიიდანაც გვითხრა, რომ 7 ნოემბრის შემოქმედთ პოლიტიკაში დააბრუნებს.
ამ ინტერვიუში ძველებურად ღიად იმუქრება, რომ არჩევის შემთხვევაში, 7 ნოემბრის და ძალადობრივი რეჟიმის ყველა ავტორს, ყველა მწამებელს შეიწყალებს, დაწყებული სააკაშვილით და ახალაიათი, დასრულებული მეგის ქარდავათი და ყავარჯნებიანი უბირიათი.
ჩვენ გვაქვს არაორდინალური ვითარება, როდესაც პრეზიდენტობის კანდიდატი გვპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში პროცესების რადიკალიზაციისა და მასობრივი არეულობის მოწყობისთვის.
დარწმუნებულები ვართ, საზოგადოება ამას მათი ყველაზე ძლიერი იარაღით, საარჩევნო ხმით გასცემს საკადრის პასუხს", აცხადებს გაბუნია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.