„ყველა რესურსი მობილიზებულია და ამის შედეგებს თითოეული თქვენგანი იხილავთ, რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში - ესეც არის დაგეგმილი და ეს იქნება უზრუნველყოფილი“, განუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მზადების შესახებ საუბრისას, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიზანია დამაჯერებელი გამარჯვება და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერი კეთდება.
„ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში შეხვედრები. იგეგმება მზადება მეორე ტურისთვის და ყველანი ერთად ვნახავთ, ის, თუ რამდენად წარმატებული იქნება ეს სამზადისი. ჩვენი მიზანი გახლავთ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვება და ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ყველა რესურსი არის მობილიზებული და, რა თქმა უნდა, ამის შედეგებს იხილავთ თითოეული თქვენგანი. რაც შეეხება ქალბატონი სალომეს უშუალო მონაწილოებას საჯარო შეხვედრებში, ესეც არის დაგეგმილი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება უზრუნველყოფილი“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.