თბილისში, რუსთაველის გამზირზე საზოგადოების ნაწილი აქციას, ლოზუნგით „მე ვიცავ თავისუფლებას" მართავს. აქციაზე შეკრებილები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდსა და 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.
თავდაპირველად, აქციის მონაწილეები რუსთაველის თეატრში შეიკრიბნენ, თუმცა, მოგვიანებით, პოეტ დავით მაღრაძის მოწოდებით, მათ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს.
„შეიქმნა ასეთი ვითარება, რომ ბევრი ხალხი მოვიდა და ის ხალხიც, რომლებიც გარეთ დარჩნენ, ჩემთვის ძალიან პატივსაცემები არიან. არ იტევს რუსთაველის თეატრის დარბაზი დღეს მოსულ ხალხს, თუ თქვენი ნებაც იქნება, გავიდეთ გარეთ და შევუერთდეთ იმ ხალხს, გავაგრძელოთ ჩვენი დღევანდელი დღე გარეთ რუსთაველის თეატრთან არსებულ ფიცარნაგზე”, განაცხადა მაღრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.