„ქართულ ოცნებაში“ არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, გვჭირდება კადრების გადახალისება“, აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
ირაკლი კობახიძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიას მომზადება სჭირდება, რათა ამომრჩევლის წინაშე სათანადო სიით წარდგეს.
„არავითარი ფუნდამენტური საკადრო ცვლილებები ამ ეტაპზე არ იგეგმება, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება კადრების გადახალისება. 2020 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მანამდე ჩვენ გვჭირდება მომზადება იმისათვის, რომ სათანადო სიით წარვდგეთ ამომრჩევლის წინაშე“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე - შესაძლოა თუ არა, პარტიაში დაბრუნდნენ ძველი სახეები, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა, რომ მთავარია, კადრები ობიექტურად შეირჩნენ და აქ გათვალისწინებული იქნება ყველა შესაბამისი კრიტერიუმი.
„ჩვენთვის მთავარია, რომ შეირჩნენ კადრები ობიექტური კრიტერიუმების შესაბამისად და აქ იქნება გათვალისწინებული ყველა შესაბამისი კრიტერიუმი, მათ შორის, რა თქმა უნდა, დამსახურება პარტიის წინაშე დადამსახურება იმ ბრძოლაში, რომელიც გამოვიარეთ ჩვენ, მათ შორის 2012 წელს“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.