ამხანაგმა გრიგოლ ვაშაძემ დაანონსა, თურმე ქუჩების გადაკეტვას, არეულობის შეტანას აპირებს, რუსეთის განზრახვა რა არის, ამხანაგმა ვაშაძემ ოფიციალურად გამოაცხადა და გაახმოვანა, რასაც საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს, არჩევნებზე ქუდზე კაცი გამოვა და ჩვენს სამშობლოსა და თავისუფლებას დავიცავთ, განაცხადა პოეტმა დავით მაღრაძემ რუსთაველის თეატრში, ღონისძიებაზე - „მე ვიცავ თავისუფლებას“.
„მეუბნებიან, ის წლები დაივიწყეო. საინტერესოა არგუმენტი, რატომ უნდა დავივიწყოთ. თურმე, ისინი ხელისუფლებაში მოსვლას კიდევ აპირებენ და სჯობს, დაგვავიწყდეს. თურმე, ხალხმა მთელი სადიზმი, თავისი აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებით, თავისი ტელევიზიით უნდა დაივიწყოს, რომელსაც ისინი ემსახურნენ. არ იცით, რატომ? თურმე, ამ ხალხს ხელისუფლებაში მობრუნდება კიდევ უნდა. როცა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, მაინც ვფიქრობდი, რომ რუსეთი შიდა პოლიტიკურ სივრცეში უფრო აგენტურულ ქსელს მიმართავდა ხოლმე და ახლა უკვე სააშკარაოზე გამოვიდნენ, თავისი ოფიციალური თანამშრომლები მივლინებაში ჰყავთ გამოგზავნილი ვაშაძეებისა და სხვა დანარჩენის სახით", განაცხადა მაღრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.