სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ თავისი ამორფული, უხერხემლო პოლიტიკით მოახერხა ის, რომ გააცოცხლა ეს აგონიაში მყოფი ძალა, განაცხადა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ირაკლი ბათიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის" შესახებ.
„პირდაპირ გეტყვით, არ დავმალავ, აი, მრცხვენია, რომ ამდენი წლის შემდგომ, აი აქ ვდგავარ ახლა და კიდევ ამ თემებზე ვლაპარაკობ. აი, ასეთი განწყობა აქვს ალბათ ახლა ბევრ ჩვენგანს, რომ აი, ამდენი წლის შემდგომ კიდევ რომ „ნაცმოძრაობის“ და სააკაშვილის საკითხებზე მიწევს ლაპარაკი, კიდევ მიტინგზე ყოფნა მიწევს მე ნამდვილად მეუხერხულება. დისკომფორტს ვგრძნობ ამის გამო, მაგრამ რას იზამ", აღნიშნა ბათიაშვილმა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილები „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდსა და 2007 წლის 7 ნოემბერს აპროტესტებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.