„7 ნოემბერი არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე და ეს არის ის სახე, რომლითაც, სამწუხაროდ, დღემდე მოდის „ნაციონალური მოძრაობა“, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 11 წლის წინ, ხალხი დემოკრატიისთვის იბრძოდა და ეს ბრძოლა 2012 წელს დაგვირგვინდა. მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი - თავისუფლება და დემოკრატია იქნას შენარჩუნებული.
„7 ნოემბერი არის დღე, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს. ეს არის დღე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სასტიკი სახით წარსდგა საზოგადოების წინაშე. ეს არის ის სახე, რომლითაც დღემდე მოდის, სამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“. მაშინ ხალხი იბრძოდა დემოკრატიისთვის და ეს ბრძოლა დაგვირგვინდა 2012 წელს, როდესაც განხორციელდა ნამდვილი დემოკრატიული გარდატეხა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს მიღწევა, შევინარჩუნოთ თავისუფლება და დემოკრატია, რომელიც არის სწორედ ამ ბრძოლით მოპოვებული შედეგი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.