„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და სხვა 10 პოლიტიკური პარტიის გაერთიანება „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველე“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტს უმნიშვნელოვანესი უფლებები გააჩნია და მისი პრეზიდენტობისას ვერავინ ვერ შეძლებს იგი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისაგან ჩამოაცილოს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე - მოქმედი კონსტიტუციით საქართველოში პრეზიდენტის როლი საკამოდ სიმბოლურია. რეალურად მას არ აქვს არავითარი აღმასრულებელი უფლებამოსილება. რატომ არის ეს არჩევნები ასე მნიშვნელოვანი? - გრიგოლ ვაშაძემ ასე უპასუხა:
„მაპატიეთ, მაგრამ ეს ეს სავსებით სისულელეა, რომ საქართველოს პრეზიდენტს არასაკმარისი უფლებამოსილებანი აქვს. პრეზიდენტი - ეს უმაღლსეი მთავარსარდალი, მთავარი წარმოამდგენელია ქვეყნისა საერთაშორისო ურთიერთობებში. მას აქვს ვეტოს უფლება, პრემიერ-მინისტრის დამტკიცების უფლება, შეწყალების და ბევრი სხვა არანაკლები უფლება“.
ვაშაძემ ასევე დასძინა,რომ ვერავინ ვერ შეძლებს იგი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობისაგან ჩამოაცილოს.
„მსურს შევხედო ნებისმიერ ხელისუფლებას, როცა მე მოვუწოდებ 50 ან 100 000 ჩემს თანამემამულეს ქუჩებში გამოსვლისა და ჩემი პროტესტის შეერთებისაკენ. ვინ შეძლებს ამის ალაგმვას? უბრალოდ წარმოიდგინეთ“, აღნიშნა ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველეს“ ასევე განუცხადა, რომ იგი მიხეილ სააკაშვილს დაუბრუნებს საქართველოს მოქალაქეობას, შეიწყალებს მას და ყველა პოლიტპატიმარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.