გიორგი კახიანი: ორმაგი სტანდარტი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ჩვეულებრივი მოვლენაა
07-11-2018, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ორმაგი სტანდარტი „ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მეორე ტურის წინ ისინი მიხვდნენ, რომ მოძალადე რეჟიმს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, დღეს უკვე სულ სხვა რეალობაა,ისინი ცდილობენ გარკვეულწილად იმიჯის შეცვლას, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, იმიტომ რომ ყოველ ნაბიჯზე ისინი ამჟღავნებენ რეალურ სახეს, აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი.

 

 

მისი თქმით, გრიგოლ ვაშაძემ დაადასტურა, რომ გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მისი ერთადერთი ამოცანა მოძალადეების შეწყალებაა.

 


„ამის მაგალითი იყო ის ინტერვიუც, რომელიც ბატონ ვაშაძეს ჰქონდა ცოტა ხნის წინ „დოიჩე ველესთან". ფაქტიურად, მან დაადასტურა ის, რომ ერთადერთი მისი ამოცანაა მოძალადეების შეწყალება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს", განაცხადა კახიანმა, რომელმაც წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა.

 

 

„შეხვედრები იქნება ძალიან მაშტაბური, შეხვედრები იქნება ყველა ქალაქში, ყველა სოფელში. ქალბატონი სალომე ამ პროცესებში ძალიან აქტიურად მონაწილეობს, იგი ამ წუთებშიც აქ იმყოფება და საზოგადოების წინაშეც ძალიან ბევრჯერ, ხშირად გამოჩნდება. უშუალოდ მას ექნება შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან.

 

 

გარდა ამისა, საზოგადოებამ უკვე მოისმინა და კიდევ ბევრი გადაწყვეტილების თაობაზე იქნება ინფორმირებული. იმ გადაწყვეტილებების, რომელიც იქნება სრულიად ადეკვატური საზოგადოებაში არსებული გამოწვევების. იმავდროლად, ხდება სრული მობილიზება ჩვენი მხარდამჭერების. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნების შედეგებზეც შესაბამისად აისახება", განაცხადა კახიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი