თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ იამანიძე, ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი მანუჩარ რობაქიძე, საკრებულოში სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ისაკაძე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცვნენ და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის დეტალებზე ესაუბრნენ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ძველი შენობის დემონტაჟის დასრულებისთანავე დაიწყება თანამედროვე სტანდარტების, 30 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „TU-KA“ შეასრულებს და მასზე რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 244 084 ლარი დაიხარჯება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.