„მარიონეტი“ პრემიერების ცვლამ - ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, ბახტაძე - არც ქვეყანას და არც თქვენ სიკეთე არ მოუტანა... დაბრუნდით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიდგებათ გვერდით ხალხი! - მოსაზრება
07-11-2018, 20:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე კვირაღა რჩება და იმ შემთხვევაში, თუ გარდამტეხი ქმედება არ განხორციელდა პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან (მისი ტელეინტერვიუები და ტელემიმართვები საქმეს ვეღარ უშველის!), მაშინ „გაერთიანებული ოპოზიციის“ მანტიით შენიღბული „ნაცმოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ვაშაძე, დაამარცხებს „ქ/ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ „დამოუკიდებელ“ კანდიდატს ზურაბიშვილს!

 


დიახ, ყველასთვის ცხადია, გარდა არაადეკვატური და თავდაჯერებული „ქოცპარტიის“ დისკრედიტირებული ლიდერშიფისა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მას არ შეუძლია არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა იმ კრიტიკული რაოდენობის მობილიზება, რომელიც საჭიროა გამარჯვების მოსაპოვებლად!

 


დიახაც, ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი „ჩარევის“ გარეშე „ქ/ოცნება“ მარცხდება, მაგრამ ეს „ჩარევა“, რაზედაც ზემოთ მოგახსენეთ (მისი აქტიურობა მასმედიის და საარჩევნო ვიდეო რგოლების საშუალებით), საკმარისი აღარ იქნება!! ამიტომ, ხალხის ნებასთან სიჯიუტე კარგს არაფერს მოიტანს, დროც აღარაა, ყველამ ობიექტურად გაანალიზოს არსებული მდგომარეობა და მიიღოს გონიერი გადაწყვეტილება, უწინარეს ყოვლისა, თავად ბიძინა ივანიშვილმა!.. მახსენდება ეპიზოდი ცნობილი ქართული კინოფილმიდან „დავით გურამიშვილი“, სადაც ასეთი ფრაზა ჟღერს: „ატამანს ნუ აუხირდები, ეგორ!“

 

 

ბ-ნ ივანიშვილს, სწორედ ამ ფრაზის პერიფრაზით მივმართავ: „ქართველ ხალხს ნუ აუხირდები, ბიძინა“, - რადგანაც „მარიონეტი“ პრემიერების ცვლამ (ღარიბაშვილი, კვირიკაშვილი, ბახტაძე), არც ქვეყანას და არც თქვენ სიკეთე არ მოუტანა, პირიქით, უამრავი ნეგატიური პრობლემა წარმოშვა და თუ ეს არ აღიარეთ, „თავსაც წააგებთ“ და საქართველოსაც დიდად ავნებთ!.. მოკლედ, თუ გინდათ საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი ფავორიტის გარანტირებული გამარჯვება, მაშინ აიღეთ მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, თქვენს მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნების“ 6 წლიან მმართველობაზე და დაბრუნდით ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე (მხოლოდ ამ შემთხვევაში დაგიდგებათ გვერდით ხალხი!), რომელიც 2013 წელს დატოვეთ და ლეგიტიმურად, აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის რანგში ემსახურეთ ქართველ ხალხს, საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს!!!...

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი