ლევან გაჩეჩილაძე ვაშაძის მიერ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებასა და დოიჩე ველესთვის დღეს მიცემულ ინტერვიუს შორის სრულ შეუსაბამობას ხედავს. ერთში ის ბოდიშს იხდის 7 ნოემბრის გამო და იზიარებს ნაციონალების ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მაშინ არ იყო, მეორეში კი აცხადებს, რომ გაპრეზიდენტებიდან ორ თვეში შეიწყალებს სააკაშვილს და მის თანამებრძოლებს.
„ბოდიშის მოხდას მაშინ აქვს ფასი, როდესაც მიაყოლებ იმას, რომ ეს ადამიანები უნდა ისხდნენ ციხეში, იმისთვის, რაც თავისი ქვეყნის და თავისი ხალხის წინაშე ჩაატარეს. ეს ბოდიში არაფერია, საპნის ბუშტია, კიდევ ერთი ტყუილია“, აცხადებს გაჩეჩილაძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.