ანა მიქელაძე: საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე პირველი ტურის შედეგები შეჯამებულია
08-11-2018, 00:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, ცესკო-მ 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნების მიხედვით, პირველი ტურის არჩევნების შედეგები შეაჯამა.

 

 

გარდა ამისა, მიქელაძის თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც, განისაზღვრა მეორე ტურისთვის საჭირო საარჩევნო ღონისძიებები და შესაბამისი ვადები.

 

 

პრესსპიკერის თქმით, კანონმდებლობის თანახმად, 8 ნოემბერი იყო უკიდურესი ვადა, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიებს შეეძლოთ შეეჯამებინათ არჩევნების პირველი ტურის შედეგები, თუმცა, როგორც მიქელაძე აცხადებს, უკვე 7 ნოემბერს ყველა საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები შეაჯამა.

 

 

„მაგალითისათვის, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ გავლილი საკონსულო რეგისტრაცია და შესაბამისად ვერ მიიღეს 28 ოქტომბერს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა, მათ 11 ნოემბრის ჩათვლით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საკონსულოებს. შესაძლებელია ასევე ელექტრონულად გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს მეორე ტურში მიიღონ მონაწილეობა.

 

 

შესაბამისად ცენტრალური საარჩევნო კომისია კანონმდებლობის თანახმად, ყველა იმ საკანონმდებლო პროცედურის გავლის შემდეგ, რაც არის დადგენილი კანონმდებლობით, შეაჯამებს არჩევნების შედეგებს და დანიშნავს არჩევნების მეორე ტურის თარიღს“, განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი