შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი თანამდებობიდან გადააყენა.
„ჩვენ მადლობას ვუხდით გენერალურ პროკურორს, ჯეფ სეშენსს მის მეირ გაწეული სამსახურისთვის და ვუსრვებთ მას ყველაფერ საუკეთესოს“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“ ოთხშაბათს.
ტრამპმა განაცხადა, რომ სეშენსს დროებით მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მეთიუ უითეკერი შეცვლის, რომელიც რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის შესახებ მიმდინარე გამოძიებას აკრიტიკებდა.
გადადგომის შესახებ გავრცელებულ წერილში სეშენსმა - ალაბამას ყოფილმა სენატორმა, რომელიც ადრეული პერიოდიდანვე იყო ტრამპის მხარდამჭერი - მკაფიოდ თქვა, რომ მისი პოსტიდან წასვლა საკუთარი გადაწყვეტილება არ ყოფილა.
„ძვირფასო პრეზიდენტო, თქვენი თხოვნის შესაბამისად მე ვადასტურებ ჩემს გადადგომას“, ნათქვამია სეშენსის წერილში, რომლის თარიღიც უცნობია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.