გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ჰელსინკში იოჰანეს ჰანს შეხვდა
08-11-2018, 13:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ჰელსინკში, ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.

 

 

ვაშაძე ასევე ევროპის პარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ხელმძღვანელ ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატს მანფრედ ვებერსა და ევროპარლამენტის დეპუტატ გუნარ ჰოკმარკსაც შეხვდა.

 

 

„შეხვედრების მთავარი თემა იყო საპრეზიდენტო არჩევნები და მეორე ტურთან დაკავშირებული მოვლენები. ჩვენი ევროპელი პარტნიორების პოზიცია მკაფიოა - ისინი ყურადღებით აკვირდებიან, რომ არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს.

 

 

აგრეთვე ვისაუბრეთ რუსეთის მხრიდან საოკუპაციო ხაზის სისტემატურად გადმოწევის ფაქტებზე და მათი მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევაზე", წერს ვაშაძე სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი