ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, რომელიც სინგაპურში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, მსოფლიოში 3D ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანიის EON Reality - ის მმართველ დირექტორს შრიდჰარ შანკადს და გაყიდვების დარგში ვიცე-პრეზიდენტს პონტუს აპელქვისტს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი წარიმართა კომპანიის პროექტებზე, რომელიც ვირტუალური და გაფართოებული რეალობის, 3D ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაზრდასა და მუშახელის გადამზადებას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები მნიშვნელოვნად ზრდის პერსონალის კვალიფიკაციის ხარისხს და დამსაქმებლის რისკებს მინიმუმადე ამცირებს.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ერთობლივი პროექტების საქართველოში განხორციელების შესაძლებლობა.
შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კომპანიის შოურუმი დაათვალიერა და ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნო.
შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი სინგაპურში ირაკლი ასაშვილი.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.