აკაკი ზოიძე: ჩვენი რეფორმით აუცილებლად იქნება 400 ლარიანიც, 500 და 600 ლარიანი პენსიები
08-11-2018, 14:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გრიგოლ ვაშაძის მიერ 400-ლარიანი პენსიის გაცემის დაპირებას არარეალურად მიიჩნევს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, რომელიც ამბობს, რომ ამ დაპირების შესრულებას „სჭირდება 2 მილიარდი“ ლარი, რაც „დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს“.

 


„დღევანდელი პენსიონერებისთვის უნდა ჩვენ გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში ეხება პენსიის ინდექსაციას ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე, ისე რომ არ იყოს დამოკიდებული ეს პოლიტიკოსების დაპირებებზე მაგალითად ისეთ ცრუ დაპირებაზე, რომელიც ეხლა საპრეზიდენტო არჩევნების დროს ჟღერს და უბრალოდ დაცინვა არის, მწარე დაცინვა არის ჩვენი პენსიონერების, როდესაც ეგრეთწოდებული კანდიდატი და ეგრეთწოდებული უყვარს ეს სიტყვა ბატონ გრიგოლს, პირდება 400 ლარიან პენსიას, რომელსაც ჭირდება 2 მილიარდი და დაანგრევს მთლიან ბიუჯეტს და იცის ეს ძალიან კარგად თვითონ გრიგოლ ვაშაძემ და თვითონ თუ ვინმე ეკონომისტი ყავთ რაიმე ცოდნით ამ პარტიაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ შეუძლებელია 2019 გინდა 20 და გინდა 21 წელს 400 ლარიანი პენსია, რომ ჰქონდეს. აი ამ რეფორმით, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული აუცილებლად იქნება 400 ლარიანიც, 500 და 600 ლარიანი პენსიები, საბოლოო ჯამში, რომ უნდა იყოს დაახლოებით 50-60% საშუალო ხელფასისა. დაახლოებით დღევანდელი ფულიდან, რომ გადავიანგარიშოთ 500-600 ლარი უნდა იყოს პენსია, რომ ვილაპარაკოთ, რომ ეს რაღაც ელემენტარულ საჭიროებებს აკმაყოფილებს, მაგრამ ამის მიღწევის გზა ის რეფორმაა, რომელიც ჩვენ შემოვთავაზეთ და არა ცრუ დაპირებები და არარეალისტური დაპირებები, რომელსაც ჩვენი ოპონენტები იძლევიან“, განაცხადა აკაკი ზოიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი