საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელმა ბექა ნაცვლიშვილმა განცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 400-ლარიანი პენსიის დაპირება მხოლოდ და მხოლოდ პოპულიზმია.
„რაც ოპოზიციას აქვს შემოთავაზებული, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ევროპულ საქართველოს“, ეს არის სრული აბსურდი, ეს არის პოპულიზმზე დაფუძნებული, ესე იგი შემოთავაზებები 400 ლარიან პენსიასთან დაკავშირებით არის სასაცილო, იმიტომ, რომ მათ ჯერაც ველოდებით, როგორ ან რა სახით აპირებენ ამ 400 ლარამდე პენსიის გაზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი კითხვა, რომელიც მათი მიმართულებით დაისვა საჯაროდ, მათ ვერც ერთხელ ვერ გასცეს ამას პასუხი, იმიტომ რომ ეს არის წმინდა პოპულიზმი“, განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.