როდესაც გვეუბნებიან, ზურაბიშვილიაო ევროპის წარმომადგენელი - სად არის აბა ზურაბიშვილი?! აბა, დამანახეთ. საქართველოშიც აღარ არის, ევროპაში ხომ საერთოდ არავის გახსენებია, აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში „რუსთავი 2"-თან საუბრისას გააკეთა.
„ძალიან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა ისაუბრა საქართველოში არჩევნებზე, ისაუბრა ვაშაძის მხარდასაჭერად.... ყველა ლაპარაკობს ვაშაძეზე, ყველა მხარს უჭერს ვაშაძეს. გუშინ, კანცლერი მერკელი - ევროპის ერთპიროვნული ლიდერი, ერთადერთი ადამიანი ვისაც შეხვდა სამიტის ფარგლებს გარეთ, იყო ვაშაძე. ყველა სხვა შეხვედრაზე გერმანულმა დელეგაციამ თქვა უარი", თქვა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც გრიგოლ ვაშაძესთან ერთად, ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის ლიდერების სამიტზე, ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა.
ვაშაძემ შეხვედრა გერმანიის კანცლერთან, ანგელა მერკელთანაც გამართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.