მამუკა ბახტაძე: არ რცხვენიათ ოპონენტებს, როდესაც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილს ეუბნებიან, თითქოს შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას
08-11-2018, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ოპონენტებს არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ტყუილს ეუბნებიან, თითქოს შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე.

 

 

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და გავცე პასუხი შეკითხვაზე, იმ ტყუილზე, რაც უკავშირდება დაპირებას ე.წ. 400-ლარიან პენსიაზე. თუ ამდენი დათვლის საშუალება არ აქვთ ჩვენს ოპონენტებს, პირადად მე შემიძლია, რამდენიმე კალკულატორი საჩუქრად გავუგზავნო. საუბარია დამატებით ორ მილიარდ ლარზე, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე საერთო ხელფასი, რაც ეკუთვნით ჩვენს ექიმებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს და ყველა უწყებას ერთად. ამ რაოდენობისა და მასშტაბის ტყუილს ამბობს ეს ხალხი.

 

 

არ რცხვენიათ, როდესაც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს ასეთი ტიპის ტყუილს ეუბნებიან, თითქოს შეძლებენ პენსიის 400 ლარამდე გაზრდას. მათემატიკურად შეუძლებელია", განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი